
სამშენებლო ინვენტარისა და ტექნიკის საიჯარო ბრენდი „ემბიჯი რენთი“ (MBG Rent), რომელიც უკვე თითქმის 8 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს, საქართველოში გერმანული ბრენდის „გესიპას“ (GESIPA) ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა. „გესიპა“ მოქლონებისა და დასამაგრებელი ხელსაწყოების მწარმოებელი №1 ბრენდია მსოფლიოში.
თეიმურაზ თოდიძე, „ემბიჯი რენთში“ „გესიპას“ ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის უფროსი:
– უპირველესად, მოგახსენებთ, რომ MBG უკვე 20 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, ჰოლდინგად კი ბოლო სამი წელია, რაც ვპოზიციონირებთ. MBG ჯგუფი აერთიანებს ოთხ წარმატებულ კომპანიას: MBG Construction – ემბიჯი მშენებლობა, MBG Rent – სამშენებლო მასალების გაქირავება, MBG Safety – შრომის უსაფრთხოების მომსახურება, MBG Production – ქართული სამშენებლო ინვენტარის წარმოება. ყველა ამ მიმართულებით ყოველდღიურად ვიზრდებით, ვძლიერდებით და ვცდილობთ, მუდმივად შევთავაზოთ სიახლე ბაზარს.

მომსახურების ხარისხთან და სისწრაფესთან ერთად, სწორედ სიახლეების ხშირი შეთავაზებით დაამახსოვრა თავი მომხმარებელს „ემბიჯი რენთმა“. ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სიახლე „გესიპასთან“ დაწყებული თანამშრომლობაა. ამ პარტნიორობისკენ ბაზარზე არსებულმა მოთხოვნებმა გვიბიძგა. იმისთვის, რომ მომხმარებლის სურვილები დაგვეკმაყოფილებინა, მაღალი ხარისხის პროდუქციის საძიებლად შორს მოგვიწია წასვლა.
„გესიპა“ გახლავთ გერმანული ბრენდი, რომელმაც წელს დაარსებიდან 70 წლის იუბილე აღნიშნა. ის მოქლონებისა და დასამაგრებელი ხელსაწყოების მწარმოებელ №1 ბრენდად მიიჩნევა მსოფლიოში. მის პროდუქციას ფართოდ იყენებენ არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში და მიღმაც. კომპანიას საკუთარი ქარხნები აქვს ამერიკასა და აზიაშიც კი.

„გესიპასთან“ თანამშრომლობის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს, რომ ქართულ ბაზარს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი. მოქლონები და დასამაგრებელი ხელსაწყოები დაგეხმარებათ შექმნათ მდგრადი და ეფექტიანი სამუშაო კონსტრუქცია. მათი საშუალებით იზრდება წარმოების ეფექტურობა და მცირდება შრომის ხარჯები. აქვე დავძენ, რომ ჩვენ კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული სპეციალური შეკვეთების მიღებაც შეგვიძლია.
„გესიპას“ მოქლონებისა და დასამაგრებელი ხელსაწყოების შესაძენად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ როგორც სოციალური ქსელის მეშვეობით, ისე ცხელ ხაზზე – 0322 18 50 50, ასევე, გვეწვიოთ „ბალანჩინი პლაზაში“ (ბელიაშვილის ქ. 142), ადგილზე დაათვალიეროთ და მოსინჯოთ პროდუქცია. აქვე გაგიმხელთ, რომ ამჟამად ქსელურ მარკეტებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, უახლოეს მომავალში ავირჩევთ ერთ-ერთს, სადაც ჩვენი პროდუქცია იქნება ხელმისაწვდომი. ზოგადად, ჩვენი მიზანია, რომ მოვიცვათ სრულიად საქართველო და მის საზღვრებსაც გავცდეთ. სხვათა შორის, ჩვენს ხელსაწყოებზე გვაქვს ორწლიანი გარანტია და სერვისი, გარანტიის ვადის გასვლის შემდეგაც კი.

და ბოლოს, იმისთვის, რომ ვიყოთ მეტად წარმატებულები, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ცოტა ხნის წინ, გერმანიაში ვიმყოფებოდით. სწორედ „გესიპას“ ბაზაზე ვიხილეთ რობოტიზებული, ავტომატიზაციაზეა გადასული სისტემები, რომლებიც გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ადამიანის შრომას, ზრდის საწარმოს წარმადობას და პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობებს. იქ მიღებულ ინფორმაციასა და გამოცდილებას, ცხადია, გამოვიყენებთ ჩვენს საქმიანობაში იმისთვის, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად ვპასუხობდეთ ბაზრის მოთხოვნებს.

სტატია: fortuna