ოქროს ბრენდი 2025 – ყველაზე საიმედო პარტნიორი სამშენებლო სექტორში! სიამაყით ვაცხადებთ, რომ MBG Rent დასახელდა “ოქროს ბრენდად” სამშენებლო ინვენტარისა და ტექნიკის იჯარის მიმართულებით!

14 ივნისს, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში გამართულ Golden Brand 2025-ის საიუბილეო ცერემონიალზე, რომელიც საქართველოში ბიზნესის ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებად ითვლება, ჩვენი კომპანია N1 ბრენდად დასახელდა სამშენებლო სექტორში.
ეს ჯილდო არის აღიარება ჩვენი მრავალწლიანი შრომის, პროფესიონალიზმის და სანდოობის.

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ენდობა MBG Rent-ს და მხარს გვიჭერს!