MBG Rent-ის ისტორია 2018 წელს ერთი ადამიანით ვასკა დვალით დაიწიყო, ამჟამად 100-მდე თანამშრომელს, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასაწყობე მარაგებსა და 1000-ზე მეტ წარმატებით შესრულებულ პროექტს ითვლის.

გამოცდილება

წელი

ჩვენი გუნდი უკვე 7 წელია რაც ქართულ ბაზარზეა

თანამშრომლები

+

MBG Rent-ის კვალიფიცირებული გუნდი მუდამ მზადაა პროექტში ჩასართავად

ინვენტარი

+

ბაზარზე საჭირო ყველა საჭირო ინვენტარი ერთ სივრცეში

სამშენებლო ტექნიკა

+

გთავაზობთ ტექნიკის ფართო არჩევანს

სამშენებლო გამოცდილება გვეხმარება გავითვალისწინოთ მომხმარებლის საჭიროებები, გაუთვალისწინებელი თუ დაუძლეველი გარემოებები, დავეხმაროთ კლიენტებს არა მხოლოდ ასორტიმენტით, არამედ სასარგებლო რჩევებითა და რეკომენდაციებით, რათა მიიღონ ოპტიმალური შედეგი, მომხმარებლისგან საპასუხოდ ვიღებთ უამრავ დადებით რეკომენდაციას, პარტნიორულ/მეგობრულ ურთიერთობას, რაც ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფუნდამენტია. დასაწყისში მხოლოდ რამდენიმე ხელსაწყო გვქონდა, ახლა კი ჩამონათვალი 15-ს გაცდა, ჩვენ მშენებლობის სექტორს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სერვისებს, ინვენტარისა და ტექნიკის ფართო არჩევანს ასევე ალმასურ ჭრას ( რკინა ბეტონი) , მოხვეწა მოპრიალებას და ხიმინჯით ნგრევას . MBG Rent მოქლონებისა და ხელსაწყოების მწარმოებელი კომპანია GESIPA-ს ოფიციალური დისტრიბუტორია. Gesipa ცნობილია მაღალი ხარისხის მოქლონებით და მოქლონის დასამაგრებელი ხელსაწყოების წარმოებით. ჩვენ გთავაზობთ Gesipa-ს ფართო ასორტიმენტს რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახეობის მოქლონს ასევე ჰიდრო-პნევმატიკურ, ელემენტზე მომუშავე თუ მექანიკურ ხელსაწყოებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ სამშენებლო სფეროში არსებული გამოწვევები და საჭიროებები. სისტემატურად ვაფართოებთ ინვენტარისა და ტექნიკის ასორტიმენტს, სამუშაო არეალსა და სერვისებს ემბიჯი რენთი მუდმივად ცდილობს რომ უპასუხოს სამშენებლო სფეროში არსებულ გამოწვევებს ,მოერგოს საჭიროებებს და მომხმარებელს შესთავაზოს ევროპული ინვენტარი და ტექნიკა ,უზრუნველყოს ხარჯებისა და დროის ოპტიმიზაცია. განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა, მოახერხა გამხდარიყო ძლიერი კონკურენტი და შეექმნა საკუთარი სტანდარტები .