ჩვენი ოფისის გუნდი უზრუნველყოფს ბიზნესის შეუფერხებელ მუშაობას — მათზეა დამოკიდებული კოორდინაცია, დაგეგმვა და ეფექტური კომუნიკაცია ყველა განყოფილებასთან. სწორედ აქ იქმნება სტრატეგია და გადაწყვეტილებები, რომლებიც წინსვლას უზრუნველყოფს.
საწყობის გუნდი პასუხისმგებელია მასალების მიღებაზე, დალაგებაზე და მოწესრიგებულ ლოგისტიკაზე. მათი სიზუსტე და ორგანიზებულობა პროცესის უწყვეტობას განაპირობებს — თითოეული დეტალი სწორ დროს აღმოჩნდება საჭირო ადგილას.
ეს გუნდი უშუალოდ არის ჩართული საწარმოო პროცესში. ჭრა-ბურღვის სექცია უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტით შესრულებულ ტექნიკურ სამუშაოებს — ხარისხი, სისწრაფე და უსაფრთხოება მათი ყოველდღიური სტანდარტებია.